ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

ბრალდებულთა ჩვენებიდან: 14-მილიონიანი ნახატი საქართველოში 2000 დოლარად იყიდეს

საქართველოდან თურქეთში ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრის ენტონი ვან დეიკის ნახატის კონტრაბანდისტული გზით გატანაში ბრალდებულმა ბიზნესმენებმა ჩვენება მისცეს.

როგორც თურქული მედია იტყობინება, ბიზნესმენები ამბობენ, რომ ნახატი საქართელოში 2 000 დოლარად შეიძინეს და მისი ორიგინალობის დადგენის მიზნით, ექსპერტიზაც საქართველოში ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ ტილო თურქეთში საქართველოდამ მოხვდა, საქართველოში კი ევროპიდან. ექსპერტების შეფასებით აღნიშნული ნახატი 14 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

იტვირთბა....