თურქეთის ქალაქ სტამბოლში ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრის ანტონ ვან დეიკის ნახატი აღმოაჩინეს. თურქული მედია 14 მილიონ დოლარიან საგანძურზე წერს. მათი ინფორმაციით, ნახატი საქართველოდან კონტრაბანდისტული გზითაა გატანილი და მის გაყიდვას სავარაუდოდ, ორი ქართველი ბიზნესმენი ცდილობდა.
ნახატი საქართველოში სავარაუდოდ რუსეთიდან შეიტანეს, რუსეთში კი ევროპიდან.
ბიზნესმენები, რომლებიც ნახატის გაყიდვას ცდილობდნენ, დააკავეს.