aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეკანოიძე: ამ რეჟიმის ხელში ქვეყანა დიდ საფრთხეშია, ყველას ვთხოვ, შემოგვიერთდეს ხვალინდელ აქციაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, არ შეიძლება, საქარველოს პრეზიდენტი იყოს ბიძინა ივანიშვილის საპყრობილეში.

მისი თქმით, დღევანდელი რეჟიმის ხელში ქვეყანა დიდ საფრთხეშია.

“არ შეიძლება ქვეყანაში იყოს პოლიტიკური მართლმსაჯულება, პოლიტიკური მართლმსაჯულებით ბიძინა ივანიშვილის საპყრობილეში იყოს საქართველოს პრეზიდენტი. დიდი საფრთხე აქვს ქვეყანას ამ რეჟიმის ხელში. ამიტომ, ხვალინდელ აქციაზე ყველას ვთხოვ, შემოგვიერთდეს”, – განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ხვალ, 14 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას გამართავს, რომელიც პარლამენტის შენობასთან 18:00 საათზე დაიწყებს.

იტვირთბა....