aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებაზე: დიდხანს ვემზადებოდი, პირველი მცდელობა კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში მისი ჩამოსვლის პირველი მცდელობა კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ყველაფერი ისე არ განვითარდა როგორც ის გეგმავდა.

“ვემზადებოდი დიდი ხანი. ეს არ იყო ჩემი ჩამოსვლის პირველი მცდელობა. ყველაფერი არ განვითარდა ზუსტად ისე, როგორც ვგეგმავდი. რაღაცები ისე გაკეთდა, რომ პირველი მცდელობა კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა. მთლიანობაში ეს არი იყო ბიზნესკლასის ვოიაჟი, არც ის, რასაც ახლა მედიაში აღწერენ”, – ამბობს სააკაშვილი მთავარი არხისთვის მიცემულ წერილობით ინტერვიუში.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მე-13 დღეა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება და შიმშილობს.

იტვირთბა....