ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რიჟვაძე: ზოგადად ბათუმში და ბევრ დიდ ქალაქში ავარიული სახლების პრობლემა გვაქვს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში და სხვა დიდ ქალაქებში, ავარიული სახლების პრობელმაა. მისივე თქმით, პრობლემების გადაჭრისთვის მუშაობს.

მისივე თქმით, ბათუმში,  26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევზე პასუხიმგებელი პირები კანონის წინაშე დაისჯებიან.

“ყველა ვისი პასუხისმგებლობაც არის, რა თქმა უნდა, დაეკისრება, მაგრამ გამოძიებას უნდა დაველოდოთ და არ შეიძლება კონკრეტული ფაქტებით და გარემოებებით საუბარი, რაც ჯერჯერობით საქმეში არ არის წარმოდგენილი… აქ იყო თვითნებური სამუშაოები, ამიტომ დადგა პასუხისმგებლობა. ზოგადად ბათუმში და ბევრ დიდ ქალაქში ავარიული სახლების პრობლემა გვაქვს და ეს არის ათწლეულების განმავლობაში დაგროვებული პრობლემა. ვმუშაობთ რომ ეს პრობლემები გადაიჭრას”.- აცხადებს რიჟვაძე.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 დაქირავებული ადამიანი დააკავა. უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

ბათუმში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

იტვირთბა....