aviabiletebi
მსოფლიო პოლიტიკა

ზალკალიანი 3+3 ფორმატზე: აუცილებელია თუნდაც რეგიონის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ვიყოთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა 3+3 ფორმატთან დაკავშირებული შეხედულებების შესახებ.

მისივე თქმით, ამ ფორმატში რუსეთთან ერთად მონაწილეობა რთული იქნება, რადგან არ ჩანს დე-ოკუპაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რის გამოც, 3+3 ფორმატში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბარი რთულია, თუმცა საქართველომ ამ პროცესში რაღაც ფორმით მაინც უნდა მიიღოს მონაწილეობა, რათა ქვეყანამ რეგიონში ფუნქცია არ დაკარგოს.

“არაერთხელ გაგვიჟღერებია ჩვენი პოზიცია, ეს ჩვენმა პარტნიორებმა, მათ შორის ჩვენმა მეზობლებმაც, როგორც სომხეთმა, როგორც აზერბაიჯანმა, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, თურქეთმა და აშშ-მ იციან, რომ ამ ფორმატში ძალიან გაჭირდება ჩვენი მონაწილეობა ოკუპანტ ქვეყანასთან, იმ პირობებში, როდესაც დე-ოკუპაციის მიმართულებით ვერანაირ პროცესს ვერ ვხედავთ. ძალიან რთულია ამ ფორმატში დაჯდე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრო.

თუმცა, მინდა საზოგადოებას ფიქრისთვის ესეთი პოზიცია მივაწოდო, რომ ჩვენ ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებსა და ურთიერთობებში რაღაც ფორმით [უნდა ვიყოთ], რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესებისა და არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა წითელი ხაზია…

აუცილებელია, რომ ჩვენ არ ჩამოვრჩეთ იმ პროცესებს, რაც რეგიონში ვითარდება და აუცილებლად ყველა იმ, თუნდაც, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ვიყოთ, რომელიც შეიძლება აცდეს საქართველოს და ამით საქართველომ თავისი როლი და ფუნქცია დაკარგოს”,- განაცხადა დავით ზალკალიანმა პირველი არხის ეთერში.

იტვირთბა....