ნაციონალური მოძრაობა 14 ოქტომბერს თბილისში მასშტაბურ აქციაას გამართავს.
ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ზუგდიდის საოლქო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, აქცია 18:00 საათზე თავისუფლების მოედანზე გაიმართება.
“ჩვენ უნდა შევიკრიბოთ ძალიან ბევრი თბილისში. 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე იმდენი უნდა შევიკრიბოთ, რომ არასოდეს ჯერ განვლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ… ეს არის აბსოლუტურად ღია აქცია და ვეპატიჟებით ყველას იმისათვის, რომ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო საზოგადოება,მ დაინახოს და გაიგოს, რომ ასე არ არის ბიძინა ივანიშვილო, ვისაც გინდა ჩასვამ, დაიჭერ და მერე შენი ბინძური პროპაგანდით ტვინს გამოურეცხავ. ამიტომ, სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ კონკრეტულ თარიღს. 18:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, თბილისში”, – განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდის საოლქო კომისიასთან აქციას მართავს. როგორც პარტიაში აცხადებენ, ქართულმა ოცნებამ მათი ხმები გააყალბა, რის შემდეგაც პარტიამ საკრებულოში მოპოვებული გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა.