ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი, რიგით მერვე ცხედარი ამოიყვანეს.
26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი გუშინ, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად ნანგრევებში მოყვა 10-ზე მეტი ადამიანი. მაშველებმა მომხდარიდან მალევე ამოიყვანეს ნანგრევებში მოყოლილი მცირეწლოვანი, რომელიც კორპუსთან მდგარ ავტომობილში იმყოფებოდა.
უშუალოდ შენობაში მყოფი ადამიანებიდან მეხანძრე-მაშველებმა ორი მოქალაქის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს და ისინი საავადმყოფოში გადაიყავნეს, თუმცა ერთ-ერთი მათგანი, 35 წლის ქალი დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, ნანგრევებში ჯამში 8 ცხედარია ნაპოვნი, საიდანაც 3 ბავშვია. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება.