aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სპორტი

მადლობა ქართველ ხალხს: “ვამაყობ რომ ვარ პატარა ქვეყნის შვილი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში მხარდამჭერებს მადლობას უხდის: “გილოცავთ შობას! ამ დღის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს!
ყოველთვის ვგრძნობ თქვენ თანადგომას, მაგრამ დღეს როგორც არასდროს, ისე ვიგრძენი ქართველი ხალხის ძალა და მხარდაჭერა. მადლობა ალბათ არ არის საკმარისი, რასაც თქვენ ჩემთვის აკეთებთ! ვამაყობ რომ ვარ პატარა ქვეყნის შვილი, რომელსაც აქვს დიდი გული და მას საქართველო ჰქვია.” – წერს ზაზა ფაჩულია თავის სოციალურ ქსელში.

იმისთვის, რომ ზაზამ All Stars-ის თამაშებზე ითამაშოს, მინიმუმ ხუთეულში უნდა მოხვდეს. NBA-ს ოფიციალურ საიტზე გულშემატკივარს შეუძლია აარჩიოს 5 გამორჩეული მოთამაშე.

NBA All Stars-ის შუალედური შედეგები დღეს გამოქვეყნდა, სადაც ზაზა ფაჩულია მერვე ადგილზეა.

 

 

იტვირთბა....