ახალი ამბები მთავარი სამართალი

სიახლე: ბესელიასა და კობახიძისთვის ქრთამის გადახდა ბრალდებულის შვილმა დაადასტურა

ე.წ. კოკაინის საქმეზე ბრალდებულ ანასტასია ზაუტაშვილის შვილი, ლაშა ორბელაძე, რომელიც ამჟამად ბელორუსში იმყოფება, ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძისთვის ქრთამის გადახდას ადასტურებს და ასევე მიუთითებს თანხის დაახლოებით ოდენობას. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ, „ქართულმა გაზეთმა“ გაავრცელა.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ლაშა ორბელაძესთან პირად ურთიერთობაში მყოფმა პირმა „ქართულ გაზეთს“ მიმოწერის ამსახველი ფოტომასალა გადასცა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, წყაროს ნებართვით და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე,  მიმოწერას უცვლელად ასაჯაროვებს.

 

იტვირთბა....