კორონავირუსით გარდაცვილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი ექიმების დასჯას მოითხოვს და დღეს ფეხბურთელის მამამ გაიოზ ჩარკივანმა პროკურატურაში განცხადება შეიტანა.
“მინდა მადლობა ვუთხრა კოლეგა ადვოკატებს, აქედან მოგმართავ დევი ტაბიძე ამ ტელეფონით გელაპარაკეთ, როდესაც ჩემს შვილს გულის ხელოვნურ სუნთქვას უტარებდნენ და თქვენი კომენტარის შემდეგ, როდესაც თქვენ ახსენეთ საშუალო სიმძიმის პაციენტიაო და კველვაში არისო… ვსვამ კითხვას რომელ კვლევაში იყო…? გარდაცვალების?. ამ კომენტარის შემდეგ ჩემი შვილი რამდენიმე წუთში გარდაიცვალა”,- ამბობს გაიოზ ჩარკვიანი.
გარდაცვლილის ოჯახს აქვს ეჭვები ექიმების დაუდევრობასთან, გულგრილობასთან, უყურადღებობასთან და უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით.
გაიოზ ჩარკვიანი შვილის გარდაცვალების მიზეზის გამოძიებას ითხოვს. მისი თქმით, გარდაცვალების მიზეზის არაერთი მტკიცებულება აქვს, მათ შორის კლინიკიდან შვილის გამოგზავნილი აუდიოფაილები, რომელთაც გამოძიებას მიაწვდის.
20 წლის ფეხბურთელი ვახტან ჩარკვიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 10 სექტემბერს კორონავირუსით გარდაიცვალა.

