პარტია საქართველოსთვის ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას სთავაზობს საკრებულოების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით ღია სამმხრივი მოლაპარაკებები გამართონ.
გახარიას თქმით, მისი პარტია არცერთი მუნიციპალიტეტის დონეზე კოალიციის შექმნას არ აპირებს.
“ვთავაზობთ ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანით იქნება დაბალანსებული საკრებულოების მიღება. მზად ვართ, უპირობოდ დავეთანხმოთ ნებისმიერ, მათ მიერ ამ ფორმატში შერჩეულ კანდიდატს და მხარი დავუჭიროთ ამ ფორმატში შეთანხმებულ კანდიდატს”,- ამბობს გახარია.
როგორც პარტიის ლიდერმა გიორგი გახარიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როგორც ოცნება, ისე ნაციონალური მოძრაობა მის პარტიას ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში სთავაზობს, რომ საკრებულო მათთვის მისაღები კანდიდატებით დაკომპლექტდეს.