ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება სამართალი

“მანანა კობახიძის და ეკა ბესელიას პოლიტიკური კარიერა დასრულებულია”

გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ეკა ბესელიას მის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს.

„სამუშაო დღეები საინტერესოდ დაიწყო. დღეს ეკა ბესელიას შეაქვს სარჩელი ჩემს წინააღმდეგ. რა ტყუილად წვალობს ორივე. მანანა კობახიძის და ეკა ბესელიას პოლიტიკური კარიერა დასრულებულია. საარჩევნო სიების შედგენას ეს სარჩელები ვეღარ მოუსწრებს და ფაქტები იმდენი მაქვს, წერისთვის თავის დანებებას არ ვაპირებ.

p.s. გელა ნიკოლაიშვილის და ნანა კაკაბაძის ფრთაც მსჯელობს “ქრონიკა +”-ის დახურვის გეგმაზე. ცივი წყალი არ გეშოვებათ ?!“ – წერს კილაძე.

შეგახსენებთ, რომ საქმე ე.წ. შეწყალების კომისიის ბოლოდროინდელ გახმაურებულ სკანდალს ეხება, რომელიც უკავშირდება ცნობილი ნარკოტრაფიკის საქმეზე ანასტასია ზაუტაშვილისა და სხვა პირების შესაძლო გათავისუფლებას, რომელშიც ელისო კილაძისა და ალეკო ელისაშვილის თქმით, პარლამენტის ორი დეპუტატი მანანა კობახიძე და ეკა ბესელია მონაწილეობდა.

იტვირთბა....