ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ციტატა

გვარამია წულუკიანზე: ამ ქვეყნის ყველაზე უკულტურო, ყველაზე ბოროტი და ზიზღისმფრქვეველი არსება მართავს ქართულ კულტურას

  რომელიმე ქვეყანაში, სადმე, აი სულ სადმე, კულტურის მინისტრს გაუკეთებია განცხადებები ექსტრადიციაზე, ბრალზე, დაჭერაზე?

ან უთქვამს, ქუთაისი გამოვტაცოთ პოლიციელებსო (ანუ, გადაკრულად, ქურდული გაგების ქუთაისში რაის ყოფილი პოლიციელიო)?

ან მიკროფონი მოუპარავს?

მე გეტყვით – არა. არც სსრკ ყველაზე ყბადაღებულ კულტურის მინისტრ ფურცევას და არც კულტურისა და განათლების პირველ ნარკომ ლუნაჩარსკის.

ამ ქვეყნის ყველაზე უკულტურო, ყველაზე ბოროტი და ზიზღისმფრქვეველი არსება, მანიაკალური მიდრეკილებებით და სრული უცოდინრობით კულტურის ყველა სფეროში, მართავს ქართულ კულტურას. მართავს რა, ქვეყნის მთავარი ცენზორია.

კულტურის ყველა სფეროს მოღვაწეებს რაც შეეხებათ, რომლებიც ამას ეგუებიან და პროტესტი არ უჩნდებათ, წითელი ინტელიგენციაა მიუხედავად ასაკისა და კულტურის სფეროსი

 

 

წერს სოციალურს ქსელში მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია.

იტვირთბა....