ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება ციტატა

წულუკიანი: თუ ვინმეს ოპოზიციაში საზეიმოდ აქვს საქმე ეს გახარიაა, მან შური იძია ოცნებაზე

თუ ვინმეს საზეიმოდ აქვს საქმე ოპოზიციაში, ეს ალბათ გახარიაა. იმიტომ რომ მან არაერთ ქალაქში, პირველ რიგში ზუგდიდში, ასევე სხვაგან, იძია შური საკუთარ პარტიაზე წარმატებით და ის დაამტკიცა, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა ქართული ოცნებისთვის ხმების წასართმევად და ჩვენთვის ზიანის მოსაყენებლად. შესაბამისად ეს რა თქმა უნდა არ არის მოსაწონი საქციელი და ადამიანურად დასანანია. მინდა ყველა მის ამომრჩეველს, რომლებიც ჩვენი ამომრჩევლები იყვნენ, ვუთხრა, რომ იმედია ამ შედეგმა თქვენ თვალები აგიხილათ, რომ მან შური იძია ქართულ ოცნებაზე.

ამის შესახებ  კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა იმედის ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....