ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ფილიპ მორისმა” სასამართლო წააგო და ქართულ “ომეგას” 70 მილიონი უნდა გადაუხადოს

რადიო “თბილისის” ინფორმაციით, სასამართლომ უმსხვილეს სიგარეტის მწარმოებელ კომპანია “ფილიპ მორისს”  “ომეგას” სასარგებლოდ 70 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.  

“ფილიპ მორისმა”, ცოტა ხნის წინ გაწყვიტა 3 წლიანი ხელშეკრულება პარტნიორ ქართულ კომპანია “ომეგასთან” და საქართველოში ახალი კონტრაქტი GD Alcoa Lays-სთან გააფორმა, სწორედ ამ კომპანიას უნდა ეწარმოებინა “ფილიპ მორისის” პროდუქციის იმპორტი საქართველოში.

რადიო თბილისის წყაროს ცნობით, “ფილიპ მორისმა” ცალმხრივად შეუჩერა კონტრაქტი “ომეგას”, რაც ქართველ პარტნიორთან დაპირისპირების მიზეზი გახდა და დავა სასამართლოში გაგრძელდა.

რადიო  თბილისი  დაუკავშირდა “ომეგას” წარმომადგენლობას, კომპანიის კადრების მენეჯერმა განაცხადა, რომ მსგავსი სახის ინფორმაცია მათთვის უცნობია.

რადიო თბილისის ინფორმაციით პარალიზებულია GD Alcoa Lays-ის სადისტრიბუციო ქსელიც, რომელიც მზადყოფნაშია “ფილიპ მორისის” პროდუქცია შეიტანოს ბაზარზე, თუმცა ამას ვერ განახორციელებს, სანამ “ფილიპ მორისი” “ომეგასთვის”  მიყენებულ ზარალს არ აანაზღაურებს.

სიგარეტების “პარლამენტ”-ის, “მარლბორო”-ს, “ჩესტერფილდი”-სა და “ელ ემ”-ის ღირებულება 3 იანვრიდან თითქმის სამმაგად გაძვირდა და აღნიშნულ სიგარეტებზე ფასი 8 დან 12 ლარამდე მერყეობს.

რადიო თბილისი

იტვირთბა....