ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

კობახიძე ჟურნალისტებს: მომიკითხეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, რა თქმა უნდა, როცა ადამიანი ხვდება ციხეში, ეს არის მძიმე მოვლენა. მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ეს ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა. ჯერ 9 წელი, როცა ხელისუფლებაში იყო და გახსოვთ მისი და მისი რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები და შემდეგ 9 წელი ოპოზიციაში მან ქვეყანა არ დაასვენა. ის ჩამოდიოდა საქართველოში იმისთვის, რომ შეესრულებინა თავისი მუქარა ხელისუფლების გატარიალებასა და ქვეყნის არევასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სამართალდამცავმა ორგანოებმა მიიღეს ყველა ზომა იმისთვის, რომ მისი ახალი დანაშაული აღეკვეთათ. მიხეილ სააკაშვილი მომიკითხეთ ციხეში

ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებასთან დაკავშირებით განუცხადა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გუშინ, 1-ელ ოქტომბერს საქართველოში, თბილისის ერთ-ერთ უბანში დააკავეს.

იტვირთბა....