14 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 20-მდე წარმომადგენელი, რომელიც 2 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს დააკვირდება უკვე საქართველოშია და ისინი დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.
საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უცხოელ კოლეგებს არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, ასევე ისაუბრეს იმ სიახლეებზე რომლებიც 2 ოქტომბრის არჩევნებზე განხორციელდება; მათ ასევე იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე. გიორგი კალანდარიშვილმა უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცალსახად არსებითია სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ერთმანეთს წარმატებული პრაქტიკა და მიგნებები გაუზიარონ.
გიორგი კალანდარიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად საზღვარგარეთის ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეძლეს ჩამოსვლა და ისინი 2 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდებიან.