About us Blogs ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სააკაშვილი: მე და ლიზა ერთად ვართ, ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, ახალ ოჯახს

მინდა ვთქვა, რომ მე და ლიზამ გადავწყვიტეთ, შევატყობინოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას ახალ ოჯახს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს.

ვიდეო მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ გვედრზეც გადააზიარა, სადაც აღნიშნავს:„ ჩვენ ჩავწერეთ ეს ვიდეო საქართველოში ჩემს წასვლამდე, რადგან უკრაინა და საქართველო ერთად არიან და მოვილაპარაკეთ, რომ ამ ვიდეოს გამოვაქვეყნებთ ჩემი დაკავების შემთხვევაში. მე და ლიზა იასკო ერთად ვართ“.

“მინდა ვთქვა, მე და ლიზამ გადავწყვიტეთ, შევატყობინოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ერთად. ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, ახალ ოჯახს. მოხდა ისე, რომ მე მქონდა ძალიან მაგარი ცხოვრებაც, წარსულიც, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევხვდით ერთმანეთს, მიუხედავად ყველ წინა ურთიერთობისა, რომლისთვისაც მადლობელი ვარ ყველასი. რა თქმა უნდა, ვფიქრობ ამაზე ბევრს, მაგრამ დღეს მე და ლიზა იასკო ვართ ერთად. ჩვენ გვაქვს ერთობლივი ოჯახი და გვინდა, რომ ყველას ვუსურვო ბედნიერება, ისე, როგორც ყველამ გაიგოს ჩვენი სიტუაცია და გვისურვოს ბედნიერება ჩვენ”,- ამბობს სააკაშვილი.

იტვირთბა....