aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს. როგორც ცნობილია, დავით კირკიტაძის ძმა სასამართლომ გუშინ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ირაკლი კირკიტაძეს გამოძიება ხულიგნობის მუხლით ედეავება.

დავით კირკიტაძე მისი ძმის დაკავებას საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას და გარდაბანში თვის ბოლოს დაგეგმილ გამგებლის არჩევნებს უკავშირებს.

“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემზე და ჩემს ოჯახზე მიმდინარეობს პოლიტიკური ზეწოლა. დღეს, როდესაც რამდენიმე კვირაში გარდაბნის მუნიციპალიტეტში გაიმართება გამგებლის არჩევნები და მე ვარ შტაბის უფროსი, მძევლად აჰყავთ და აკავებენ ჩემ ძმას,” – აცხადებს დავით კირკიტაძე.

დავით კირკიტაძის ძმის დაკავების ფაქტს “ნაციონალურ მოძრაობაში”  გამოეხმაურნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე დარწმუნებული არიან, რომ ირაკლი კირკიტაძის დაკავება, მისი ძმის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება.

მათი თქმით, ხელისუფლება ამ ფორმით ცდილობს ანგარიშსწორებას და არჩევნების გაყალბებას.

“სასამართლო სისტემის საშუალებით ხელისუფლებამ დავით კირკიტაძის ძმა აიყვანა მძევლად. თუმცა, მათ იმის იმედი, რომ ისინი ამ გზით გარდაბანში არჩევნების მოგებას მოახერხებენ, არ უნდა ჰქონდეთ,” – აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

 

იტვირთბა....