ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კალაძე: ნიკა მელიას ჩვენთვის არჩევნებში გამარჯვების მოლოცვა მოუწევს

კახა კალაძის განცხადებით, ნიკა მელიას არჩევნებში გამარჯვების მილოცვა მოუწევს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მელია ამას არ გააკეთებს, რადგან მას ამისთვის ძალა არ აქვს

ამის შესახებ ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა.

„უმნიშვნელოვანესი არჩევნებია ორ ოქტომბერს. ხალხი კარგად ხედავს იმ პოლიტიკურ გუნდს, კანდიდატს, ვისაც ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით რეალური ხედვა აქვს. დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხრიდან დიდი მხარდაჭერა გვექნება. პირველივე ტურში გავიმარჯვებთ, ნიკა მელიას მოლოცვა მოუწევს, მაგრამ არ გააკეთებს ამას, ამისთვის ძალა არ აქვს. მთავარია თბილისის გამარჯვება და ის, რომ ჩვენ შევძლოთ ამბიციური გეგმების განხორციელება. ეს არ არის ლამაზად ნათქვამი სიტყვები, ჩვენ რეალურად ვიცით, როგორ დავუპირისპირდეთ პრობლემებს, ვაკეთოთ საქმე. ამის თქმის უფლებას განვლილი ოთხი წელი მაძლევს. ბატონ მელიას მარცხთან შეგუება მოუწევს, დარწმუნებული ვარ, მან ეს უკვე იცის. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ის ჩატარდება 2024 წელს, როგორც კონსტიტუციითაა განსაზღვრული. მანამდე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, არანაირი არჩევნები საქართველოში არ იქნება“, – განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....