ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ვარდების რევოლუციის შემდეგ მან ხმა მიხეილ სააკაშვილს მისცა.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.
„იმ დროს სტუდენტი ვიყავი პარიზში. წავედი ჩვენს საელჩოში საფრანგეთში და ხმა მივეცი მიხეილ სააკაშვილს. სხვათა შორის მერე მოძღვარმა მითხრა: გირჩევ აღსარებაში თქვა, რომ დიდი შეცდომა დაუშვი, იმიტომ, რომ ვერ აცნობიერებ რამხელა საფრთხის მოტანა შეუძლია ამ ადამიანს ჩვენი ქვეყნისთვის. ყველას გვჯეროდა. პირდაპირ ვთქვათ, რომ ყველას გვინდოდა ცვლილება, უკეთესი მომავალი“,- ამბობს ღარიბაშვილი