ნაციონალური ბალეტის, სუხიშვილების ხელმძღვანელი, ნინო სუხიშვილის თქმით, ქართული ცეკვა მასკულინურია და მას ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა იცეკვოს ის ჰომოსექსუალმა.
ამის შესახებ მან პირველი არხის ეთერში ისაუბრა, რითაც ქართული ფილმის And Then We Danced-თან თანამშრომლობაზე უარის თქმის მიზეზები განმარტა.
როგორ სუხიშვილი აცხადებს, ჰომოსექსუალი ადამიანისთვის ქართული ცეკვის შესრულება რთული იქნება.
“იცით რა, მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ქართული ცეკვა როგორ შეიძლება გამოუვიდეს. აი, რაღაცნაირად ძალიან მასკულინურია ეს ქართული ცეკვა. ამიტომ, ჩემი აზრით, მგონია, რომ რთული შესასრულებელი იქნება ეს. თუმცა, ახლა აქ არ არის მარტო მამაკაცზე ლაპარაკი, ქალებზე არ ვიცი ახლა, ყოველ შემთხვევაში, ესეც არ შემიმჩნევია არასდროს. ამიტომ, რთულია ამაზე ლაპარაკი, როგორ უნდა იცოდე ეს წინასწარ”, – ამბობს ნინო სუხიშვილი