ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ნიკა მელია: კალაძემ და კობახიძემ ჩემზე უკეთ იციან, რომ 2 ოქტომბერს დამარცხდებიან

ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიაას განცხადებით კალაძე და კობახიძემ  2 ოქტომბერს არჩევნებში დამარცხდება.

მისივე თქმით, ქართული ოცნება მარცხისთვის გაწირულია  და საჯაროდაც უნდა აღიარონ, რომ ოპოზიცია წელს იმარჯვებს.

,,დარწმუნებული ვარ, რომ ბატონმა კალაძემ, კობახიძემ და სხვებმა ჩემზე უკეთ იციან, რომ დამარცხდებიან 2 ოქტომბერს და რომელიმე მათგანი იძულებული იქნება ჩაატაროს „ქართულ ოცნებაში“ და თქვას, რომ ჩვენ ახლოსაც ვერ მივედით შეთანხმების მიერ განსაზღვრულ პროცენტთან და ამიტომ ჩაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამ ბრიფინგს ვინ ჩაატარებს არ ვიცი, მაგრამ ჩემზე კარგად იციან რომ შანსი არ აქვთ. არიან განწირულები მარცხისთვის და საჯაროდაც უნდა აღიარონ, რომ ოპოზიცია წელს იმარჯვებს. რატომ არ აღიარებენ ესეც გასაგებია, საკუთარი აქტივისტების გასამხნევებლად საუბრობენ, თითქოს მათ კარგად აქვთ საქმე, მაგრამ ისინიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და როგორია განწყობა ზედმიწევნით კარგად იციან. რაც არ უნდა გულზე მჯიღი ირტყან კობახიძემ და კალაძემ, რომ საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება, მით უფრო დიდი სხვაობით დაშორდებიან 43%-იან ნიშნულს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დანიშნული. ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმად მიიჩნევს მიშელის შეთანხმების იმ დათქმის საფუძველზე, რომლის თანახმად, თუ ქართული ოცნება ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. ქართულმა ოცნებამ ეს შეთანხმება დატოვა და აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში 1 პროცენტიც რომ აიღოს, საპარლამენტო არჩევნები 2024 წლამდე არ ჩატარდება.

იტვირთბა....