ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კალაძე : დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გავიმარჯვებთ პირველივე ტურში

თბილისის მოქმედი მერის და „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, მოახლოებულ არჩევნებში ქართული ოცნება პირველივე ტურში გაიმარჯვებს

ამასთა, კალაძემ მოსახლეობას გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში, მინდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მადლობა ვუთხრა მხარდაჭერისთვის,თანადგომისთვის. ძალიან დიდი მადლობა თბილისელებს ამ განსაკუთრებული დამოკიდებულებისთვის – სიყვარულისთვის, პატივისცემისთვის, რასაც ვგრძნობ ყოველდღიურად. ამ ქალაქში მცხოვრებ ყველა ადამიანს ვპირდები, ამ პატივისცემას გაკეთებული საქმეებით დავაბრუნებ, მასშტაბური პროექტებით, რომელიც დღეს სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენს ქალაქს.

მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ პირველივე ტურში. ამის თქმის უფლებას და საფუძველს მაძლევს თბილისელების მხარდაჭერა და თანადგომა“,- განაცხადა კალაძემ

იტვირთბა....