ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გახარია ქართულ ოცნებაზე: მელია გახადეს პოლიტიკური დევნილი

პარტია საქართველოსთვის ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს. რომ ქართულმა ოცნებამ ნიკა მელია პოლიტიკური დევნილი გახადა.

მისივე თქმით, თებერვალში მელიას დასაკავებლად განხორციელებულმა ღონისძიებამ ნაციონალურ მოძრაობას ახალი სიცოცხლე შესძინა.

“[ხელისუფლება ძალისმიერ მეთოდებზე გადავიდა] მაშინ, როდესაც პარტიული ინტერესების მისაღწევად ხელისუფლებამ დაიწყო სახელმწიფო ინსტიტუტების კანიბალიზაცია. რა თქმა უნდა, გამოვლინებები შეიძლება ადრეც იყო, მაგრამ პირველი თვალსაჩინო მაგალითი, როდესაც ჩემთვის აშკარად ნათელი იყო, ეს იყო თებერვლის მოვლენები. ჩემთვის აბსოლუტურად ნათელი იყო პროცესი, თუ რა ხდებოდა ნაციონალურ მოძრაობასთან, რომელიც რეპუტაციულად საერთაშორისო დონეზე იყო განადგურებული. საერთოდ პოლიტიკური რესურსი ნაციონალურ მოძრაობას აღარ ჰქონდა.

ფაქტობრივად, იმ ღონისძიებამ, რომელიც ჩატარდა, ახალი სოცოცხლე შესძინა ნაცებს. ადამიანი, რომელიც პარლამენტის შენობის შტურმის ორგანიზატორი იყო… მე ამას ვხედავდი და ვეუბნებოდი კოლეგებს, რომ ჩვენ თუ არ მოვახდენთ გონივრულად ცივი ნაბიჯებით ამ დაკავების ღონისძიების განხორციელებას, თვითონ მართლმსაჯულების აღსრულებას ვაყენებთ კითხვის ქვეშ. ამ გაუაზრებელი სულელური ნაბიჯების შედეგად ბატონი მელია გახდა პოლიტიკური დევნილი და შემდგომ ამნისტირებული. მელია გახადეს პოლიტიკური დევნილი გაუაზრებელი პოლიტიკით”, – განაცხადა გახარიამ ფორმულას ეთერში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 23 თებერვალს ნაციონალური მოძრაობის ოფისში პოლიცია და სპეცრაზმი შევიდა. სპეცდანიშნულების რაზმმა მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავა.

იტვირთბა....