საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ემხაურება და აცხადებს, რომ ქართველმა ხალხმა ქვეყნის კეთილდღეობისთვის ქმედითი ნაბიჯები თვითონ უნდა გადადგას.
ამის შესახებ ის ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს.
“ამერიკის კონგრესში ყველა მეუბნება, ჩვენ დავიღალეთ საქართველოთი და ისმის ერთი და იგივე ფრაზა – ძალიან გვიყვარს საქართველო, მაგრამ თუ ქართველ ხალხს თვითონ არ უნდა თავისუფლება და ნორმალური დემოკრატიული სისტემა, ჩვენ რა უნდა ვუშველოთ. ჩვენ გვაქვს ბევრი სხვა პრობლემა მსოფლიოში, რას დადიხართ და რას გვეწუწუნებით. საუბარი, რომ ამერიკელებმა თუ არ შემოიღეს სანქციები, არაფერი არ გვეშველება, ხელი თუ არ გავანძრიეთ, ამერიკელები არ შემოიღებენ სანქციებს. მიშა თუ არ ჩამოვა, არაფერი არ გვეშველება – მე, რა თქმა უნდა, შევასრულებ იმას, რაც ვთქვი, მაგრამ თუ ხელი არ გავანძრიეთ, მიშას აქვს ორი ხელი, ორი ფეხი, ერთი პირი და იმ პირსაც დააფარებენ ორ წუთში უპრობლემოდ. ქართველმა ხალხმა თუ არ გაანძრია ხელი, ვერც მიშა ვერაფერს ვერ უშველის. ამას ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკურია, ამიტომ ჩვენ რამდენიმე დღე დაგვრჩა იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ. ჩვენ ქმედებებისთვის უნდა ვიყოთ მზად, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო ჰგავს კლასში ჩარჩენილს“,- განაცხადა სააკაშვილმა