თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ჯარისკაცებს დაზღვევა პირველ თებერვლამდე არ ექნებათ, მაგრამ მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებს უწყება დაფარავს.
„იანვრის თვეში თავდაცვის სამინისტრო აანაზღაურებს ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯებს, პირველი თებერვლიდან კი, დაზღვევა ჩვეულებრივ გაგრძელდება. სამხედროებისთვის ამ თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა, ვინაიდან მათ ჯანმრთელობაზე ზუსტად ისევე იზრუნებს თავდაცვის სამინისტრო” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.