About us ახალი ამბები მთავარი

უგულავა კობახიძეზე: დიდი ხანია ასტრალებშია გასული, აბსოლუტურად არაადეკვატურია

ფოთში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა ევროკავშირის ოფისთან მელიასა და კობახიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და ამბობს ,რომ ეს ყველაფერი ქართული ოცნებისა და ირაკლი კობახიძის სახეს წარმოაჩენს.

 

„მოდით, თავი გავანებოთ  კობახიძის განცხადებას – ეს კაცი დიდი ხანია ასტრალებშია გასული, აბსოლუტურად არაადეკვატურია. ეხლა, როდესაც ჩვენ ამას ვსაუბრობთ, ამ წუთებში, ქართული ოცნების ზონდერები იკრიბებიან ევროკავშირის ოფისთან, იმისთვის, რომ იქედან ელჩების შეხვედრიდან გამოსულ ჩვენს კოლეგებს დახვდნენ და შეურაცხყოფა მიაყენონ.  საეთაშორისო სკანდალი კიდევ უფრო ღრმავდება და თუ ქართული ოცნება, უფრო სწორედ,  ამ შემთხვევაში ხელისუფლება ცემა-ტყეპას დაუშვებს პირდაპირ ევროკავშირის ოფისთან ეს კატასტროფა იქნება.

ეს არის კობახიძის, ამ შლეგი, პატარა კაცის გათეთრებული ტუჩები, რომ იყურებოდა და აცეცებდა შეშინებულ თვალებს- აი, ეს არის ქართული ოცნების არსი – მარტო ერთი ერთზე არიან ჩასვრილები, მაგრამ, როდესაც ტურების ხროვასავით ერთად შეიკრიბებიან ერთ ადამიანს ესხმიან თავს“,- ამბობს უგულავა.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ელჩებთან შეხვედრას მართავენ, რომლის დასრულების შემდეგაც  ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

იტვირთბა....