aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობახიძე: შეგვიძლია გავუშვათ კადრები, როგორიცაა, გორში გაქცეული ე.წ. მთავარსარდალი, სააკაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, არსებობს კადრები რომლის გავრცელების შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთ მარცხს განიცდის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბათუმში, პარტიული შეხვედრის დასრულების შემდეგ  საუბრისას განუცხადა.

“ქართული ოცნება არავითარ კადრებს არ აანონსებს. შეგვიძლია გავუშვათ ისეთი კადრები როგორიცაა, მაგალითად, გორში გაქცეული ე.წ. მთავარსარდალი, სააკაშვილი და ა.შ. ეს კადრები არის საკმარისი იმისათვის, რომ ამ არჩევნებში ნაცმოძრაობამ კიდევ ერთი მძიმე მარცხი განიცადოს. მათი სახე არის საზოგადოებისთვის ძალიან ნათელი. როგორია ნაცმოძრაობის სახე, ამაზე აქვს ქართულ საზოგადოებას ინფორმაცია და ამის მიხედვით მიიღებს საზოგადოება კიდევ ერთხელ თავის გადაწყვეტილებას, როდესაც მივა საარჩევნო ყუთებთან 2 ოქტომბერს”,- ამბობს კობახიძე.

იტვირთბა....