aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სამნიძე მელიას განცხადებაზე: ეს არის შეცდომა, პოლიტიკურად მცდარი გადაწყვეტილება

aviabiletebi
ავიაბილეთები

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას პარლამენტში სუს-ის უფროსის დაბარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც სამნიძე აღნიშნავს, ეს არის მორიგი შეცდომა და პოლიტიკურად მცდარი გადაწყვეტილება.

“ეს არის მორიგი შეცდომა, პოლიტიკურად მცდარი გადაწყვეტილება და სამწუხაროდ, არც პირველი. ახლა, როდესაც ტოტალური თვალთვალის და მოსმენის ფაქტების შემდეგ გვაქვს შესაძლებლობა, სუს-ის უფროსი პარლამენტში მობრძანდეს და პასუხი გასცეს ყველაფერს, ამისთვის საკუთარი ხმები ჰყოფნის ოპოზიციას და ამას არ იყენებს, რა ჰქვია ამას?! ასე გავუშვით ხელიდან 5 ივლისის გამოძიების შანსიც არჩევნებამდე. ეს ჯერ კიდევ დღის წესრიგშია, შანსი გვაქვს, მაგრამ როცა ასეთ შეცდომებს უშვებს განზრახ თუ უნებლიედ ოპოზიციის ნაწილი, რაში უნდა დავარწმუნოთ ამომრჩეველი? 2 ოქტომბრამდე თანმიმდევრულობა და მტკიცე ნაბიჯებია საჭირო ოპოზიციის მხრიდან და არა ისევ მჯიღი გულზე! სუს-ის უფროსი პარლამენტში ოპოზიციის დაკითხვით – ამას უშლის ახლა ხელს “ენმ” რეალურად. ძალიან სამწუხაროა!”, – წერს სამნიძე.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ნაწილი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში სუს-ის უფროსის დაბარებას ითხოვს. გრიგოლ ლილუაშვილის რიგგარეშე სხდომაზე მოსაწვევად ოპოზიციას საკმარისი ხმები არ აქვს. ნაცმოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ კი განაცხადა, რომ მათი პარტიის არც ერთ დეპუტატს 2 ოქტომბრამდე ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია.

იტვირთბა....