[su_quote]მე და თეა წულუკიანს გვაკავშირებს დიდი ხნის მეგობრობა და ეს არის ის დამოკიდებულება, რაც გვაქვს ჩვენ ერთმანეთის მიმართ. ჩვენ სერიოზულად ვსაუბრობთ ერთმანეთში და შესაბამისად ამ ტერმინებს [შუტკა] არ ვიყენებთ. პირიქით, არ გვაქვს ჩვენ შუტკა გახსნილი[/su_quote]
ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრ თეა წულუკიანთან არსებულ ურთიერთობაზე კომენტირებისას განაცხადა. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში ნათქვამია, რომ წულუკიანი კობახიძეს არაადეკვატურს უწოდებს.

