aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე – ხარი ხართან დააბი არის ის, რაც დაემართა გიორგი გახარიას

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას ნარკოტიკებთან პრობლემები მმართველი გუნდიდან წასვლის შემდეგ შეექმნა.

როგორც მან აღნიშნა, გახარიას ნარკოტიკი კონკრეტულმა ადამიანებმა მიუტანეს, რომლებიც საეჭვო კავშირებში არიან მხილებული.

“მას ეს პრობლემა იმ პერიოდში არ ჰქონია. ეს პრობლემა მას გაუჩნდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. აქ შეგვიძლია გავიხსენოთ მარტივი გამონათქვამი, ხარი ხართან დააბი. როდესაც ის თავისი საქმიანობით და თავისი ქმედებებით დაუკავშირდა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ძალიან მჭიდრო შეხება აქვს არამარტო ნარკოტიკებთან, კონკრეტულად კოკაინთან, ამის შემდეგ მას გაუჩნდა ეს პრობლემა. კონკრეტულმა ადამიანებმა მიუტანეს მას ეს ნარკოტიკული საშუალება და ეს ადამიანებიც საეჭვო კავშირებში არიან მხილებული. ხარი ხართან დააბი არის ის, რაც დაემართა გიორგი გახარიას”, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, როდესაც ნიკა მელიასთვის გადადგები, ამის მერე სხვა რამ არ უნდა გაგვიკვირდეს.

 

იტვირთბა....