aviabiletebi
ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი

კლინიკა ბომონდში კორონავირუსით ტყუპები გარდაიცვალნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

კორონავირუსით ინფიცირებული ტყუპები, რომლებიც ქუთაისი კლინიკა “ბომონდის” ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ, გარდაიცვალნენ.

ტყუპები, 28 კვირის ორსულობაზე დაიბადნენ და სამედიცინო დაწესებულებაში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობდნენ.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ორივე ტყუპის ფილტვი კოვიდური პნევმონიით სრულად იყო მოცული და მთელი განყოფილება იბრძოდა მათი სიცოცხლისათვის.

“ტყუპები დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ და დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე ტყუპი კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია ჰქონდათ. მთელი განყოფილება 24-საათიან რეჟიმში ვიბრძოდით მათი სიცოცხლისათვის. პატარებისთვის მკურნალობა და ყურადღება არ დაგვიკლია, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხარო შედეგი დადგა”,- განაცხადა “კლინიკა ბომონდი”-ს ახალშობილთა ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ბარათაშვილი.

იტვირთბა....