aviabiletebi
ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი მსოფლიო

Pfizer-ის განცხადებით, მათი ვაქცინა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი აცხადებს, რომ მათ მიერ წამოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 5-დან 11-წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოა და ძლიერ იმუნურ პასუხს წარმოქმნის.

ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, Pfizer-მა და BioNTech-მა კლინიკური კვლევა ჩაატარეს, რომელშიც ორდოზიანი (დაახლოებით 10 მიკროგრამი) ვაქცინის რეჟიმი სამი კვირის ინტერვალით გამოსცადეს.

კვლევის მონაწილეებმა ვაქცინაცია კარგად გადაიტანეს, ხოლო ვაქცინამ ძლიერი იმუნური პასუხი წარმოქმნა.

აღნიშნულ კვლევაში 2 200-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემები აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას გადაეცემა.

იტვირთბა....