aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელს, ნიკა კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. შემთხვევა ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოხდა. დაჭრილი მამაკაცი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ოპერაციის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და პაციენტი გარდაიცვალა.

იტვირთბა....