ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა გიორგი გახარიას ნარკოტესტის პასუხებს და აღნიშნა, რომ “მაინცდამაინც იმ კლინიკაში გაიკეთა, რომელსაც პოლიტიკური სკანდალი უკავშირდება და ეს ყველაფერზე მეტყველებს”.
“მთელ ევროპაში არის ერთადერთი კლინიკა, რომლის სახელსაც უკავშირდება პოლიტიკური სკანდალი. ეს არის იუშენკოს სკანდალი, როცა კლინიკის მთავარი ექიმი დაუპირისპირდა მენეჯმენტს და გადადგა. მენეჯმენტი მას კვლევის გაყალბებას სთხოვდა. ეს არის ერთადერთი პოლიტიკური სკანდალი, რომელიც უკავშირდება ევროპულ კლინიკას და მაინცდამაინც ამ კლინიკაში გაგზავნა საკუთარი “ბანკა” გიორგი გახაარიამ.
ეს, ბუნებრივია, ყველაფერზე მეტყველებს. ასეთი “ბანკებით სირბილს ურჩევნია, შეეშვას კოკაინს, ეს არის მნიშვნელოვანი მისი ჯანმრთელობისთვის”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, გახარიამ გუშინ, 17 სექტემბერს, ვენის ჰოსპიტალ RUDOLFINERHAUS-ში ჩატარებული ანალიზის პასუხი გაასაჯაროვა. ანალიზი 14 სექტემბერს ჩატარდა და პასუხის მიხედვით, გახარიას არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დაუდასტურდა.
შეგასენებთ, რომ ნარკოტესტზე ლაპარაკი თბილისის მოქმედმა მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. მან ტესტი 6 სექტემბერს ჩააბარა და თქვა, რომ “სუფთაა”.