aviabiletebi
ახალი ამბები პოლიტიკა

კალაძე ჟურნალისტებს: არ მოგწონთ ბანერები? ისევე არ მომწონს თქვენივე პარტიის კამპანია

ხო არ მოგწონთ ის, რაც არის გაკრული ბანერებზე? – ისევე არ მომწონს ის კამპანია , რომელსაც თქვენი ტელევიზიის საშუალებით თქვენივე ტელევიზიები ახორციელებს. შეგიძლიათ ჩართოთ ტელევიზორი და ნახავთ საარჩევნო კლიპებს , სადაც შეურაცხყოფა ცილისწამება, ბოროტება , სიძულვილის ენაა. აი, ეს ხართ თქვენ. მაშინ რატომ არ იღებთ ხმას?
ქართული ოცნება და კახა კალაძე დგას მოწოდების სიმაღლეზე. თქვენ ვერც ერთს ჩემს განცხადებას ვერ ნახავთ ,სადაც ოპოზიციის ან ვინმეს წინააღმდეგ სიძულვილის ენა გამომეყენებინოს, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის დროს. ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიდის ეს ცილისწამების ვიდეოები, ჩემი შვილები რა, რეზინის შვილები მყავს? ეს არის რეალობა და ორმაგი სტანდარტი.
aviabiletebi
ავიაბილეთები

-მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტებს.

იტვირთბა....