ახალი ამბები პოლიტიკა

კალაძე ბანერებზე: პირადად მე არ მომწონს, ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში

თბილისის მერი, კახა კალაძე, სისხლიან ბარენერებზე საუბრობს, რომელიც თბილისსა და თელავშია გაკრული, და აცხადებს , რომ მერია არაფერ შუაშია და პასუხისმგებლობას ვერ აიღებს:

“არ ვიცი.. მე მგონი მე პირადად არ მომწონს ეს. მე მაქვს ჩემი საარჩევნო კაპმანია ყოველთვის საზოგადოებას ვესაუბრები სამომავლო გეგმებზე, გამოწევევბზე. დღეს, მაგალითაც, პრეზენტაცია მქონდა თუ რას ვაპირებ მომდევნო 4 წლის განმავლობაში სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით. ამ ბანერებთან მერია არაფერ შუაში არ არის და არ აქვს უფლება ბანერი ჩამოხსნას ან დაკიდოს.

ამ ბანერის დაკიდებაზე რეაგირება არ იქნება. ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში. კომპანია ალმა თუ გაგიგით მისი საკუთრებაა და მერია არაფერ შუაში არ არის არც გაკვრასთან და არც ჩამოხსნაში”, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, დედაქალაქსა და თელავში გააკრეს სიძულვილის შემცველი ბანერი.

იტვირთბა....