ახალი ამბები პოლიტიკა

გოცირიძე: იმ პოლიტიკით, რასაც ღარიბაშვილი ეწევა ეკონომიკას კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს

[su_quote] ღარიბაშვილმა განაცხადა, სანამ პრემიერად დავინიშნებოდი, ლარი გაუფასურებული იყო და გავამყარეო. იცით ხომ ჩემი თეორია: როგორც კი მთავრობა ან ეროვნული ბანკი დაიწყებს ტრაბახს, ლარი უფასურდება. თარსავენ.

ლარის სტაბილურობა მთლიანად არის დამოკიდებული სავალუტო ფონდის( პანდემიის დაწყებიდან დღემდე თითქმის ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი მისცა ეროვნულ ბანკს რეზერვების შესავსებად), სხვა დონორების ინექციებზე, პარტნიორი ქვეყნების დახმარებებზე( ევროკავშირმა 400 მილიონ ევროზე მეტი გამოჰყო).

ლარის ამჟამინდელი სტაბილურობის სხვა მიზეზებია სეზონურობა და წინასაარჩევნო ფაქტორი-ეროვნული ბანკი ყოველთვის კოჭს უგორებს მთავრობას, დროებით ამყარებს ლარს სხვადასხვა ბერკეტებით, მათ შორის ინტერვენციებით და როგორც კი არჩევნების მეორე ტური მორჩება, უშვებს ხელს. ახლაც, ზაფხულში 30 მილიონი დოლარი გაყიდა, ასევე მცირე ინტერვენციებს ანხორციელებს მკვეთრი რყევების შესარბილებლად. რა თქმა უნდა, ლარის სტაბილურობაზე გავლენას ახდენს ექსპორტის, გადმორიცხვების და ტრიზმიდან შემოსავლბის( არც თუ ისე დიდი)ზრდა.
იმ პოლიტიკით, რასაც ღარიბაშვილი ეწევა და სამომავლოდ აანონსებს( მაგ. აღვირახსნილი სუბსიდირება, განპირობებული პოლიტიკური და სახელისუფლო ბიზნესის ინტერესებით), ეკონომიკას კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს და გამოიწვევს სიღარიბის შემდგომ ზრდას.
ეკონომიკის ის ზრდა, რითაც ღარიბაშვილი ტრაბახობს, გასული წლის დაბალი საბაზო ფაქტორის და სტატისტიკის სამსახურის მანიპულაციებით არის განპირობებული.  [/su_quote]
– წერს სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე.
იტვირთბა....