aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სოციალური ქსელი

ხუხაშვილის თქმით, ფარული ჩანაწერების გავრცელება სუს-ის შიდა შეთქმულების შედეგია

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება.

როგორც ხუხაშვილი აღნიშნავს, ჩანაწერების გავრცელება სუს-ის შიდა შეთქმულების შედეგია.

“რაც უფრო მეტს ვფიქრობ ფარულ ჩანაწერებზე და მოვლენების შემდგომ განვითარებაზე, მით უფრო ვრწმუნდები, რომ მათი გავრცელება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შიგა შეთქმულების შედეგია საქართველოს სახელით.

არა სუს-ის, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ანუ ადამიანების, რომელთათვისაც ეს უწყება არა უბრალოდ აბრევიატურა, არამედ სახელმწიფოს სამსახურია ფრონტის წინა ხაზზე.

ისინი გვეუბნებიან, რომ ხელისუფალი ნაცვლად უსაფრთხოების უზრუნველყოფისა, აიძულებს მათ ამ მარაზმით იყვნენ დაკავებული.

გვეუბნებიან და გვთხოვენ, რომ ქართულმა საზოგადოებამ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მათ გაათავისუფლებს პოლიტიკური პარანოიის ტყვეობიდან და დაუბრუნებს სახელმწიფოს უსაფრთხოების ამოცანების შესრულებას.

ასე რომ, ჩვენი ამოცანა მათთან ბრძოლა კი არა, მათი კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში მოქცევაა, რასაც იმედი მაქვს მივაღწევთ”, – წერს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტში ფარული ჩანაწერები გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის საპატრიარქოზე, სასულიერო პირებზე, ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებსა და დიპლომატებზე მოსმენებს აწარმოებდა. ჩანაწერების ავთენტურობა დადასტურებული არ არის, თუმცა კონკრეტულმა პირებმა გავრცელებული ფაილებიდან საკუთარი თავი ამოიცნეს.

იტვირთბა....