aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ღარიბაშვილი სააკაშვილზე: სამ სახლს იშენებს უკრაინაში… ჩამოვიდეს და ერთხელ და სამუდამოდ დავაწყნარებთ

მე ნამდვილად არ მჯერა, რომ სააკაშვილი ჩამოვა. 7 არჩევნები მოვუგეთ ამ ანტიეროვნულ ძალას. ამასწინათ დათვალეს, რომ 16-ჯერ აქვს ადამიანს ნათქვამი, რომ ჩამოვალ, ჩამოვალ, ჩამოვალ და ა.შ., მაგრამ არ ჩამოდის. ვიცი, რომ თავის პარტიას ყურადღებას არ აქცევს, არც დაფინანსებას უგზავნის. სხვათა შორის, გეტყვით, რომ სააკაშვილი სამ სახლს იშენებს უკრაინაში და ბიზნესმენების დატერორებითაა დაკავებული. ზუსტი ინფორმაცია მაქვს ჩვენი მეგობრებისგან. ესა თუ ის ბიზნესმენი უკვეთავს სააკაშვილს კრიტიკას ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართ, ეს იღებს ამაში კონკრეტულ გასამრჯელოს და ასე ცხოვრობს, ეს ჩვეულებრივი მავნებელი ადამიანი. ძალიან მინდა, რომ ჩამოვიდეს და ერთხელ და სამუდამოდ დავაწყნარებ ამ ადამიანს და იქნებ ქვეყანამაც დაისვენოს, როდესაც გამოვკეტავთ ციხეში ამ ადამიანს. მე გეტყვით, რომ ჩვენი უცხოელი მეგობრების დაჟინებული თხოვნა და მუქარაა მის მიმართ, რომ არ ჩამოვიდეს თბილისში. გუნდის შიგნიდანაც ვიცი, რომ ისინიც ეწინააღმდეგებიან და მათაც კი არ სჯერათ, რომ ჩამოვა
aviabiletebi
ავიაბილეთები

განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.

იტვირთბა....