ახალი ამბები პოლიტიკა

საპროცედურო კომიტეტმა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მხარი დაუჭირა ნაციონალური მოძრაობის ლიდერსა და თბილისის მერობის კანდიდატისთვის დეპუტატის, ნიკა მელიას,  უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს.

კომიტეტის დასკვნა პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება, რომელიც პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შეიტანს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ დადგენილების პროექტს.

“ეს საკითხი ჩვენი მხრიდან სრულიად დაცლილია რაიმე პოლიტიკური მდგენელისგან, რამეთუ ჩვენ კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით მკაფიოდ გვაქვს განსაზღვრული ასეთი ტიპის განცხადებაზე რეაგირების ვადები. კომიტეტი სწორედ კანონის დაცვით განიხილავს აღნიშნულ საკითხს”, – განაცხადა სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიამ პარლამენტის დატოვების შესახებ ივლისის ბოლოს განაცხადა. მისივე თქმით, აპირებს მთლიანად თვითმმართველობის არჩევნებზე კონცენტრირდეს.

 

იტვირთბა....