[su_quote] რაც შეეხება განცხადებას, რომ ის კოკაინის მომხმარებელია, კოკაინი ერთი წელი და მეტი რჩება ორგანიზმში, ახლა კალაძე წავიდეს და თმა ჩააბაროს და არა შარდი, რადგან შარდის ანალიზი შეიძლება გაყალბებულიც იყოს, ჩვენთან ექსპერტიზას რა ავტოროტეტი აქვს, ვიცით. გახარიაც “ააგდეს” პატარა ბავშვივით, გაიქცა სადღაც, ანალიზი ჩაიტარა, მაგრამ რადგან ჩაიტარა, მიბაძონ. ამ ქვეყანაში არ არსებობს სამართალი და მკვდარია უდანაშაულობის პრეზუმფცია. ისე რომ არაფერია დადასტურებული, ადამიანს შეიძლება აჰკიდო ყველაფერი. ისე გახარია და ქართული ოცნებაც ერთი მედლის ორი მხარეა, როცა ბიძინას დასჭირდება, აქეთ გახარიას დასვამს, იქეთ კალაძეს და ორივეს აუწევს ყურს [/su_quote]
ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

