ექიმი გიორგი ფხაკაძე ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკას ეხმაურება და წერს, რომ არაპროფესიონალიზმი კლავს.
“ეს უკვე დანაშაულია! არაპროფესიონალიზმი კლავს, დიახ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით!”, – წერს გიორგი ფხაკაძე.
საქართველოში კორონავირუსით 56 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 039 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას NCDC აქვეყნებს.

