15 სექტემბერს ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ნიკოლოზ კვარაცხელია, რომელსაც 8 ტყვია მოხვდა, ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, სროლას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, რომელიც ნიკოლოზ კვარაცხელიასა და უცნობს შორის მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ნიკოლოზ კვარაცხელია იყო ონლაინ-პლატფორმა feedc-ის დამფუძნებელი. feedc აერთიანებს სხვადასხვა ინფორმაციას, შესაძლებელია არხების ყურება, საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა და ა.შ.

