ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარი სროლისას დაჭრილი მამაკაცი ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მეტრონომს კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
ახალგაზრდა კაცს ჭრილობები გულმ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შემთხვევა თბილისში გუშინ, 15 სექტემბერს მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან 9-ჯერ გაისროლეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.