ქარელის ევექსის კლინიკის ექიმი, სოსო ჩიბირაშვილი აცხადებს, რომ მთავარი არხის დაშავებული ოპერატორის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ექიმმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, პაციენტი კატე კვლევის დაზუსტების მიზნით თბილისში გადაჰყავთ.
“ავადმყოფის მდგომარეობა არის სტაბილური. გადაგვყავს თბილისში უბრალოდ დიაგნოზის დაზუსტების მიზნით. საეჭვოა მარცხენა ბარძაყის არეში მოტეხილობაზე და ამიტომ გადაგვყავს კატე კვლევის დაზუსტების მიზნით. კიდურებზე უმნიშვნელო დაზიანებები აქვს, ავადმყოფი გონზეა და სტაბილურადაა”, – აცხადებს ექიმი.
ცნობისთვის, მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ქარელში მათი ოპერატორი ოცნების წევრებმა მეორე სართულიდან გადმოაგდეს.
ფოტო: მთავარი არხი

