ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ქარელში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რა დროსაც მთავარი არხის ჟურნალისტი დაშავდა.
მისი თქმით, ხელისუფლება, რომელიც 5 ივლისის შემდეგ კვლავ ბედავს, ჟურნალისტს მეორე სართულიდან აგდებს და ამბობს, რომ ის თავისით გადმოვარდა, არ არის ხელისუფლება და არც რეჟიმია.
“სოლიდარობა მთავარ არხს და მთელს ჟურნალისტურ კორპუსს. სოლიდარობა და გამძლეობა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ბრძოლის ავანგარდში დგანან და იღებენ დარტყმას საკუთარ თავზე თითოეული ჩვენგანის ცხოვრების გასაუმჯობესებლად და მომავალი საქართველოს სახელით იბრძვიან. მე მგონი ყველანი დავრწმუნდით კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლება, რომელიც 5 ივლისის შემდეგ კვლავ ბედავს, ჟურნალისტს მეორე სართულიდან აგდებს და ახლა ამბობს, რომ ის თავისით გადმოვარდა, არ არის ხელისუფლება და არც რეჟიმია. ესენი არიან სუს-ში მომუშავე მაღალი თანამდებობის მონურ მორჩილებაში მყოფი პირები. ის ბატონი კობახიძე, მდინარაძე, ღარიბაშვილი და კალაძე არიან უბრალოდ მოლაპარაკე თავები”, – განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ქარელში მათი ოპერატორი ოცნების წევრებმა მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

