პროკურატურაში ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის, ნოდარ მელაძის გამოკითხვა დასრულდა.
საგამოძიებო უწყებამ ჟურნალისტი ინტერნეტში გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით გამოკითხა.
“ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია როდის და რა user-ით გამოიგზავნა, ამ შემთხვევაში, Facebook-გვერდიდან გამოიგზავნა ჩვენთან, ეს ინფორმაცია მივაწოდეთ საქართველოს პროკურატურას. ცოტა უცნაური კითხვები იყო ჩვენთვის, იმიტომ, რომ პროკურატურა ინტერესდებოდა მაგალითად იმით, რომ მოდი, მოგვიყევი, იქ რაც წაიკითხეო და მე ვუთხარი, რომ არსებობს ბმული, ორი დღეა ყველასათვის ცნობილია ეს ყველაფერი და შეგეძლოთ თავად ჩამოგექაჩათ და თავად წაგეკითხათ ეს ყველაფერი-თქო”, – ამბობს მელაძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტში ფაილები გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საპატრიარქოს, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს უსმენდა.